გორში, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქცია მოეწყო

გორში, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქცია მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ჭალის დასახლებაში არსებული ტერიტორია დაასუფთავეს. ამასთან, ღონისძიების მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა იყო.

დედამიწის საერთაშორისო დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“-ს ინიციატივით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში. კამპანიაში ყოველწლიურად ერთვება გორის მუნიციპალიტეტი.

გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აქცია ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

ცნობისათვის, 22 აპრილს დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 192 ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. მისი მიზანი პლანეტის მრავალფეროვნების შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო