წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებსა და პარასპორტსმენებს სტიპენდია გაუორმაგდათ

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორ ოთხ სპორტსმენს - გიორგი სარდალაშვილს, ლუკა კუბლაშვილს, ბექა გურულს, სანდრო მეგრელიშვილს საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებისთვის ფულადი ჯილდო გადასცა.

რუსთავის მერიის ცნობით, წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებს, ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, მერიამ წარმატებულ სპორტსმენებს 2022 წლიდან სტიპენდიები გაუორმაგა.

ნინო ლაცაბიძემ აღნიშნული სიახლე, რუსთაველ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვედრაზე პირადად გააცნო.

„2022 წელს მხოლოდ სამი თვეა გასული და უკვე სამოცდაცამეტი მედალოსანი გვყავს. ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენებით. დღეს შევხვდი მათ და ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ასევე იმაზე, რომ მათი წახალისება აუცილებელია. ჩვენ წლის დასაწყისში შევძელით და გავაორმაგეთ სტიპენდიები, რომელსაც იღებენ როგორც წარმატებული სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები. მეორე მთავარი საკითხი, რაზეც მათთან ერთად ვიმუშავებთ, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებსა და პარასპორტსმენებს სტიპენდია, ქალაქის მერის ინიციატივით, მიმდინარე წლიდან გაუორმაგდათ, გაორმაგებულ ხელფასს იღებენ მათი მწვრთნელებიც. ამასთან, რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ წამახალისებელ სტიპენდიას 53 სპორტსმენზე ასაკის, სახეობის და ტიტულის გათვალისწინებით გასცემს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა