21 აპრილიდან „ვისოლი“ „უნიქარდის“ მომხმარებელს საწვავზე 25-თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს

21 აპრილიდან, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ მომხმარებლებს, რომლებიც „უნიქარდის“ ბარათებით სარგებლობენ, 25 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს. ფასდაკლება შეეხება როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ყველა მარკის საავტომობილო საწვავს.

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე ფასები საერთაშორისო ბაზრებზე მკვეთრად გაიზარდა. აღნიშნულმა გარემოებამ, ბუნებრივია, გამოიწვია ავტო-გასამართ სადგურებზე ფასების ზრდა მთელს მსოფლიოში. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ჩართული ვართ ამ ბიზნესში და ფასების ასეთ მოკლე ვადაში ასეთი მკვეთრი ზრდა არ გვახსოვს. მომატებულმა ფასებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა საბრუნავ სახსრებზე, რის გამოც კომპანიას მოუწია მნიშვნელოვანი დამატებითი ფულადი სახსრების მობილიზება. ორი კვირის წინ, რუსეთ - უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების ფონზე, ნავთობზე ფასებმა გარკვეულწილად დაიწიეს და 1 ბარელი ნავთობის ფასი 95-56 აშშ დოლარის დიაპაზონში მერყეობდა. თუმცაღა, სულ რამოდენიმე დღეში საომარი მოქმედებების ახლიდან ესკალაციის გამო ფასებმა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ისევ მოიმატეს.

ასეთი საბაზრო კონიუნქტურის არსებობის დროს ცხადია რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. შესაბამისად, ჩევნ სრულად დამოკიდებული ვართ უკრაინაში მიმდინარე საომარ პროცესებზე და აქედან გამომდინარე საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. თუმცაღა, გარკვეულწილად შემცირებული ფასით შესყიდული საწვავის ახალი პარტიის ხარჯზე, 21 აპრილიდან, ჩვენი კომპანიის ერთგულ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ „უნიქარდით“, შევთავაზებთ 25 თეთრიან ფასდაკლებას ყველა ტიპის ბენზინისა და დიზელის საავტომობილო საწვავზე.“ - განაცხადა ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, გამორჩეულად მაღალი ხარისხის საწვავითა და მრავალფეროვანი შეთავაზებებით „ვისოლი“ ქვეყანაში საცალო ბაზრის ლიდერია.

(R)

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2022
ანაიტ ვოსკანიანი - სომხეთი მსოფლიოს ყველა ტიპის ტურისტისთვის მიმზიდველი ქვეყანაა
PSP-ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია
ბაზისბანკმა ბიზნესში 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
„ლისი ინტელიგენციის“ განვითარებისთვის დახარჯული ჯამური ინვესტიცია 1 500 000 ლარს უტოლდება
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა