ზუგდიდში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ზუგდიდში, რაიონულ სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ჩვენ სასამართლოს წინ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ დღეს იმართება მიხეილი სააკაშვილის სასამართლო პროცესი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ საქართველოში სასამართლო იმართება პირდაპირ ხელისუფლებისგან. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ მოვითხოვოთ ღირსეული სასამართლო სააკაშვილის მიმართ ან მისი გადაყვანა იმ ქვეყანაში, რომელსაც ითხოვს უკრაინა",- განაცხადა აქციის მონაწილე მაია კალანდიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა