Washington Post - მითების დეტექტორმა ომზე ვირუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად რესურსები გააფართოვა

The Washington Post-ი ფეისბუკის პარტნიორ ფაქტების გადამმოწმებელ პლატფორმებზე, მათ შორის მითების დეტექტორზე წერს და ხაზს უსვამს, მათ როლს რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე.

The Washington Post-თან საუბარში მედიის განვითარების ფონდის (MDF) აღმასრულებელი დირქტორი, თამარ კინწურაშვილი აღნიშნავს, რომ ფეისბუკმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მითების დეტექტორთან თანამშრომლობა გააფართოვა, რამაც MDF-ის ფაქტების გადამოწმების პლატფორმას დამატებით რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში გავრცელებული ყალბი ამბებისა და მითების გამოვლენის საშუალება მისცა. რუსულენოვანი დეზინფორმაციული ნაკადის ზრდის ფონზე, ორგანიზაცია გაფართოვდა ადამიანური რესურსის კუთხითაც, რათა რუსულ ენაზე ფაქტების გადამოწმებაზე ფოკუსირდეს.

The Washington Post-ი წერს, რომ უკრაინელი კოლეგების მხარდასაჭერად, რომლებსაც ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა, 100-ზე მეტი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გაერთიანდა. ყალბი ამბების წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლის შედეგად გამოვლენილი მითები საერთო ბაზაში - #UkraineFacts - შეჰყავთ, სადაც დღევანდელი მონაცემებით 1000-ზე მეტი გადამოწმებული ფაქტია თავმოყრილი.

პლატფორმები, რომლებიც The Washington Post-ის ფოკუსში მოხვდნენ პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ვერიფიცირებული ხელმომწერები არიან და იზიარებენ მის სარედაქციო პოლიტიკასა და სტანდარტებს. სწორედ აღნიშნულია Facebook-თან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის წინაპირობა.

სტატიის სრულად ნახვა შესაძლებელია აქ

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო