ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველო ფლობს ნატო-ში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და არასოდეს ყოფილა ალიანსთან ისე ახლოს, როგორც დღეს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველო ფლობს ნატო-ში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და არასოდეს ყოფილა ალიანსთან ისე ახლოს, როგორც დღეს. ამის შესახებ ბერაიამ თავდაცვის კომიტეტზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, ჯეიმს აპატურაის მოხსენების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ სხდომაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა დაჩქარებული წესით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი და საქართველოს როლი კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

„დღეს, ჯეიმს აპატურაისთან გვქონდა მნიშვნელოვანი სხდომა, ნატო -საქართველოს თანამშრომლობაზე კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ნატო-სთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ჰიბრიდული საფრთხეების ბრძოლის სფეროში. ეს იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ პირობებში, როდესაც საქართველო აძლიერებს ეროვნულ მედეგობას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. ამასთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატო-სთან თანამშრომლობას, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, უსაფრთხოების არქიტექტურის შემდგომ გაძლიერებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების გაზრდაზე და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარების გადაუდებელ საჭიროებაზე. საქართველო არის ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი. საქართველო ფლობს ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და არასოდეს ყოფილა ნატო-სთან ისე ახლოს, როგორც დღეს. დღეს ქვეყანას აქვს უდიდესი გამოცდილება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენს ქვეყანას აქვს მზაობა და სურვილი, კიდევ უფრო განამტკიცოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება და საქართველო არის ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულებების პრინციპების ერთგული, რაც მოსახლეობის ურყევი ნებაც არის”,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია