აშშ-ის ელჩი საქართველოში რუსთავის მერის პირველ მოადგილეს და ქვემო ქართლის გუბერნატორს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა რუსთავის მერიაში გაიმართა.

„სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტების განვითარებაზე და მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს. საუბარი, რუსთავსა და ქვემო ქართლში, ამერიკული მხარისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ განხორციელებულ პროექტებს, სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო.

გიორგი დოხტურიშვილმა და კახა გურულმა კელი დეგნანს გაწეული მრავალმხრივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ერთობლივი თანამშრომლობის პროცესში მხარდაჭერას დაპირდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა