გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გრძელდება. გორის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ამ ეტაპზე სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში და სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის კოშკებსა და რიეთში ადგილობრივი მოსახლეობა წყალს საუბნო ონკანებიდან იღებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა ორივე სოფელში 200 - მდე ოჯახს მოუგვარდება.

სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია სოფელ ტყვიავშიც. სოფელში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივების მოთხოვნას. ამ ეტაპზე სოფელში მცხოვრები 1000- მდე ოჯახი, სასმელ წყალს დღეგამოშვებით, ორი საათით იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა ადგილობრივებს აღარ შეაწუხებთ. ტყვიავის, კოშკებისა და რიეთის გარდა, წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს უფლისციხეში, დიცსა და შინდისშიც. სამივე პროექტი გარდამავალია. აღნიშნულ სამ სოფელში სამუშაოების განხორციელება გასულ წელს დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო მედიაციის პროგრამაში ცვლილება შევიდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო მედიაციის პროგრამაში ცვლილება შევიდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო მედიაციის პროგრამაში ცვლილება შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო მედიაციის პროგრამის მე-7 მუხლში, მედიატორის ანაზღაურების წესში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინიცირებით შევიდა ცვლილება და სასამართლო მედიაციის პროგრამაში მონაწილე მედიატორები წლის მანძილზე ნაცვლად 2 ანაზღაურების გარეშე (Pro Bono) სასამართლო სამედიაციო საქმისა, ვალდებულები იქნებიან განახორციელონ მხოლოდ 1 საქმეზე სასამართლო მედიაცია ანაზღაურების გარეშე.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ განმატებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სასამართლო მედიაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ასოციაცია მუდმივად აწარმოებდა დაკვირვებას სასამართლო მედიაციის საქმეთა რაოდენობის სტატისტიკაზე. მედიაცია, როგორც სამართლებრივი დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მექანიზმი, უფრო და უფრო მაღალი ინტერესის და მოხმარების სფერო ხდება საქართველოში. შესაბამისად, მედიატორთა ასოციაციის რეესტრი დღითი დღე ფართოვდება, რამაც განაპირობა დღის წესრიგში დაეყენებინა სასამართლო მედიაციის პროგრამაში შესულიყო ცვლილება, მედიატორის ანაზღაურების წესთან დაკავშირებით, კერძოდ, წლის მანძილზე ანაზღაურებების გარეშე (Pro Bono) მედიაციის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით”,- ნათქვამია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ გარდა სასამართლო (Pro Bono) მედიაციებისა წლის მანძილზე ასოციაცია აქტიურადაა ჩართული საზოგადოებას შესთავაზოს ყოველმხრივი მხარდაჭერა სოციალური მშვიდობის დამკვიდრების მიზნით საქართველოში, სწორედ აქედან გამომდინარე განხორციელდა მნიშვნელოვანი სოციალური არაერთი (Pro Bono) პროექტი.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განხორციელებულმა (Pro Bono) პროექტებმა ხელი შეუწყო მედიატორების მიერ მხარეებს შორის არსებული დავების სწრაფ და მშვიდობიან მოგვარებას”, -ნათქვამია „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გრძელდება. გორის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ამ ეტაპზე სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში და სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის კოშკებსა და რიეთში ადგილობრივი მოსახლეობა წყალს საუბნო ონკანებიდან იღებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა ორივე სოფელში 200 - მდე ოჯახს მოუგვარდება.

სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია სოფელ ტყვიავშიც. სოფელში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივების მოთხოვნას. ამ ეტაპზე სოფელში მცხოვრები 1000- მდე ოჯახი, სასმელ წყალს დღეგამოშვებით, ორი საათით იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა ადგილობრივებს აღარ შეაწუხებთ. ტყვიავის, კოშკებისა და რიეთის გარდა, წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს უფლისციხეში, დიცსა და შინდისშიც. სამივე პროექტი გარდამავალია. აღნიშნულ სამ სოფელში სამუშაოების განხორციელება გასულ წელს დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს