საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლევან იზორიას წიგნის „თავისუფლება -პროცესი სამართლიანობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიმართა. მან ქართველ დიპლომატს წიგნის გამოცემა მიულოცა და ხაზი გაუსვა პუბლიკაციის შინაარსის - სამართლიანობისა და თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის.

მისი თქმით, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა ქართველთა იდენტობის განუყოფელი ნაწილია და ასევე, ქართველი ერის ისტორიული არჩევანის - ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მთავარ ფუნდამენტს წარმოადგენს.

უწყების ცნობითვე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით წიგნის ავტორმა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ მიმართა. მან წიგნის შინაარსობრივ ნაწილზე და მის მნიშვნელოვან ასპექტებზე ვრცლად ისაუბრა.

ღონისძიებას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მოქმედი და ყოფილი დიპლომატები, ასევე პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება