ლაგოდეხში "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებული პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ლაგოდეხში "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” წინააღმდეგ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ერთმანეთს სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი და “კონსერვატიული მოძრაობის” წევრი დაუპირისპირდნენ.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა, ოფისზე ტრანსფარანტები, საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინეს.
„კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერმა ნოდარ ბიწაძემ პროტესტის ნიშნად ორივე ქვეყნის დროშა ჩამოხსნა და შეკრებილებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მან მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და განმარტა, რომ ოფისი მათი საკუთრებაა და აქციის მონაწილეები არაკანონიერად იქცევიან.
ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა. ვითარებას ადგილზე პოლიცია აკონტროლებდა.

























