აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების - „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შშმ პირებთან ურთიერთობაში არსებული ბარიერების, სტერეოტიპების, მოდელების, მიდგომების, სეგრეგაციის, ინტეგრაციის, ინკლუზიის, საკანონმდებლო ჩარჩოსა და რიგი სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა - თომა კაკაბაძემ, რამინ მაჭარაშვილმა, სოსო ყაზაიშვილმა, დავით არძენაძემ, დეა ერემაშვილმა და ნინო ჩხაიძემ მიაწოდეს. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ შშმ პირებთან ურთიერთობის თანამედროვე, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აპრობირებულ გზებსა და მეთოდებს, ასევე ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებს.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლეს საბჭოში ამოქმედებულ მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრსა და ახალ ვებპლატფორმაზე - Chaerte.sca.ge, რომელიც სრულად ხელმისაწვდომია შშმ პირთათვის, გააჩნია ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სტანდარტი საქართველოში.

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

საინფორმაციო შეხვედრები შშმ პირთა საკითხებზე სამომავლოდაც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.