ონში საგაზაფხულო სკოლა Oni Hub In ჩატარდება

The Royal Danish Academy-ს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და რაჭაში არსებული დანიური ფონდის Fear Trees-ის ორგანიზებით, 26 აპრილიდან 10 მაისამდე, ქალაქ ონში საგაზაფხულო სკოლა Oni Hub In ჩატარდება.

ორგანიზატორების ცნობით, პროექტი The New Democracy Fund-ის დაფინანსებით იმართება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს რაჭული ტრადიციული ოდა სახლის მშენებლობის პოპულარიზაციას და განვითარებას თანამედროვე სამშენებლო სექტორში.

მათი განმარტებით, პროექტი საფუძველს ჩაუყრის პროფესიული განათლების სისტემისა და სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონში, ასევე გენდერულ თანასწორობას შრომის ბაზარზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ტრადიციული არქიტექტურის თანამედროვე მშენებლობაში ინტენსიურ გამოყენებას.

„პროექტის ფარგლებში დანიის სამეფო აკადემიის ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტების სტუდენტებს ვუმასპინძლებთ, რომლებიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად რაჭული ოდა სახლის მშენებლობის თეორიას გაეცნობიან და საველე პირობებში პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ. ასევე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქ ონში არსებული სადურგლო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებს გაეცნონ და როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული გამოცდილება გაცვალონ. პროექტს გაცვლითი ხასიათი აქვს.

დანიელი სტუმრების გაცილების შემდეგ, საშემოდგომო სკოლის ორგანიზებისთვის ინტესიური მზადება დაიწყება. 2022 წლის სექტემბერში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქართველი სტუდენტების წაყვანა დანიაში და ადგილობრივი ხელოვნებისა და არქიტეტურის მათთვის გაცნობა.

Oni Hub In სკოლა ხელს შეუწყობს დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებას და ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ მდგრად რეგიონალურ განვითარებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს