უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნები ისე არ მუშაობდა, როგორც დაგეგმილი იყო

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, ,,ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან დღეს არ მუშაობდა ისე, როგორც იყო დაგეგმილი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ათობით ადამიანმა მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში გადასვლა შეძლო, მარიუპოლის მერი იმედოვნებდა, რომ დღეს, ქალაქიდან 6000 ადამიანის ევაკუაცია მოხდებოდა.

,,ოკუპანტებმა ვერ უზრუნველყვეს ხალხის დროულად გადაყვანა იქამდე, სადაც ათობით ჩვენი ავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა იცდიდა", - აღნიშნა ვერეშუკმა.

როგორც ვერეშუკმა დასძინა, ევაკუაციის მცდელობები ხვალ განახლდება და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანისთვის იბრძოლებენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში