„ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე - პარტიის ოფისი გატეხილი დაგვხვდა, წაღებულია მხოლოდ კომპიუტერი

პარტიის ოფისი გატეხილი დაგვხვდა, წაღებულია მხოლოდ კომპიუტერი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი თქმით, ოფისში კომპიუტერის გვერდით, თანხა და სხვა ძვირფასი ნივთებიც იდო, თუმცა მიზანმიმართულად კომპიუტერი არის წაღებული.

მიშა ბოლქვაძის თქმით, შესაძლოა, მომხდარის უკან სუს-ი იდგეს.

„ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს მათი დავალებით არ მომხდარა. მომხდარის გამო, მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გამოძიება დაიწყო”,- აცხადებს მიშა ბოლქვაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა