ინოვაციური სერვისი, რომელიც დაზღვევას უფრო მოსახერხებელს ხდის - რა სიახლეებს სთავაზობს ბბ დაზღვევა მომხმარებელს

ყველა სახის ფინანსური მომსახურება ერთ სივრცეში - ეს ბაზისბანკის ჰოლდინგური განვითარების გეგმის მთავარი მიმართულებაა. სტრატეგიის ფარგლებში, 2017 წლის ბოლოს, ბაზისბანკს ახალი შვილობილი კომპანიები - ბბ დაზღვევა და სალიზინგო კომპანია ბბ ლიზინგი შეემატა. ჰოლდინგური განვითარება საშუალებას აძლევს ბანკს, მომხმარებლებს შესთავაზოს ფინანსური მომსახურების სრული სპექტრი, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ბბ დაზღვევაა.

როგორც ბბ დაზღვევისა და ბბ ლიზინგის გენერალური დირექტორი, კოტე სულამანიძე განმარტავს, ბბ დაზღვევა ძირითადად კორპორაციულ სეგმენტში ვითარდება. უახლოეს მომავალში კი განსაკუთრებული სიახლე, სრულიად ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მობილური აპლიკაციის გაშვებაა დაგეგმილი.

სიახლით დავიწყოთ საუბარი. კონკრეტულად რა ინოვაციური, ციფრული სერვისების შეთავაზება იგეგმება?

ჩვენი ახალი ციფრული პროდუქტის საშუალებით, მომხმარებელი, ონლაინ შეძლებს იყიდოს სადაზღვევო და საბანკო პროდუქტი, შეავსოს ესა თუ ის განაცხადი. შემდეგ კიმართოს საკუთარი პროდუქტები.

ეს იქნება ციფრული ალტერნატივა იმ ფინანსური სუპერმარკეტისა, რომელსაც მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ. აღნიშნულ სუპერმარკეტში არა მხოლოდ ჩვენი სერვისები იქნება ინტეგრირებული, არამედ დამატებით, ჩვენი პარტნიორი კომპანიების სერვისებიც. მაგალითად, თუ ავტომობილის დაზღვევის ფარგლებში, მანქანის შეკეთება ხდება, ჩვენი პლატფორმის საშუალებით, ავტომფლობელს, იმავე ციფრული არხით, ავტო სერვისის სხვა მომსახურების შეკვეთაც შეეძლება.

ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება და წლის მეორე ნახევარში უკვე საბოლოო პროდუქტი კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

როგორია ბბ დაზღვევის პოზიციები ბაზარზე?

ბაზარზე ჩვენს მიმართულებებში მნიშვნელოვან პოზიციებს ვფლობთ და საკმაოდ კარგი ფინანსური მაჩვენებლებიც გვაქვს. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც გასულ პანდემიურ წლებს ახლდა, გასული წელი მოგებით დავასრულეთ, 80%-ანი ზრდა დაფიქსირდა და მოგებამ IFRS-ს სტანდარტით 1 373 000 ლარი შეადგინა.

გასულ წელს 2 500 000 ლარის ზარალის დარეგულირება მოხდა, რაც მზარდი მაჩვენებელია. კომპანიის ზრდასთან ერთად ეს რიცხვიც გაიზრდება.

ჩვენ ძირითად ფოკუსს კორპორაციულ სეგმენტზე ვაკეთებთ და ბაზარზე ჩვენი პოზიციებიც ამ მიმართულებით მყარდება. მოზიდული პრემიის 85% სწორედ კორპორაციულ კლიენტებს უჭირავთ. გასულ წელს ჩვენი კორპორაციული პორტფელი 97%-ით გაიზარდა.

ჩვენი უპირატესობაა ჰოლდინგური სერვისი, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ. წარმოვადგენთ დიდ ფინანსურ სუპერმარკეტს, სადაც ყველა ფინანსურ მომსახურებას იღებ. მაგალითად, ლიზინგით უცხოეთის ბაზარზე ყიდულობ ავტომობილს და მის ტრანსპორტირებას და მართვას აქვე აზღვევ. სწორედ ეს სტრატეგია გვეხმარება ბაზარზე პოზიციების გამყარებაში.

დაზღვევის რომელ პროდუქტებზე აკეთებთ მთავარ აქცენტს და რატომ?

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: საავიაციო დაზღვევა, ტვირთის ტრანსპორტირების დაზღვევა, ქონებისა დაზღვევა, ბიზნეს უწყვეტობის დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა, ავტომობილის და ავტომფლობელთა დაზღვევა.

თითოეულ ამ მიმართულებაში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. დღეს ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს, რაც საქართველოს ბაზრისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და, შესაბამისად, მძაფრი კონკურენციაა. კლიენტურის მოპოვებისთვის მაქსიმალურად დახვეწილი სერვისის და მისაღები ტარიფის შეთავაზებას ვცდილობთ. მაგალითად, საავიაციო დაზღვევის ბაზარზე ლიდერები ვართ და 55%-ს სწორედ ჩვენ ვფლობთ.

ტვირთის დაზღვევა, რომელიც თქვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, სულ უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. ამ მიმართულებაში რა არის თქვენი უპირატესობები?

პანდემიის დასასრულს, ტვირთის გადაზიდვები და მისი უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ბევრი გამოწვევაცაა, რადგან ლოგისტიკური ხარჯები იზრდება. დღეს აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ტვირთის გადაზიდვა იყოს უსაფრთხო. ამ კუთხით საკმაოდ განსხვავებულ სერვისს ვთავაზობთ ბაზარს, რადგან კლიენტებს ტვირთის დაზღვევის პარალელურად მის რეალიზაციაში სხვა ფინანსური სერვისებითაც ვეხმარებით. ჩვენი ჰოლდინგური შეთავაზებებით მათ ვთავაზობთ დახმარებას ტვირთის შეძენაში, შეძენის დაფინანსებაში, ტრანსპორტირების დაზღვევასა და გაყიდვაში.

ავტომობილის დაზღვევის ბაზარზე როგორია თქვენი პოზიციები?

ზოგადად, საქართველოში ავტომობილის დაზღვევა მეორე ყველაზე პოპულარული სადაზღვევო პროდუქტია. ამ ეტაპზე ბაზრის 6%-მდე პენეტრაციაა გაკეთებული. ის მოთხოვნადია როგორც საცალო, ისე კორპორაციული დაზღვევის სეგმენტშიც. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კი კორპორაციული დაზღვევაა, თუმცა საცალო მიმართულებაში სწორედ ავტომობილის დაზღვევის სეგმენტში ვართ ყველაზე აქტიურები.

მძაფრი კონკურენციის პირობებში რა არის თქვენი უპირატესობები კონკურენტებთან შედარებით?

სადაზღვევო კომპანიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ანაზღაურებული ზარალის დროულობაა. ჩვენ ამ საკითხს ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ და პანდემიის მიუხედავად, საშუალოდ 5 დღეში ვახერხებთ ანაზღაურებას. ასევე გვაქვს გაყიდვის საკმაოდ მოქნილი მექანიზმები და არხები. სტაბილურობა მომხმარებლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ კი ვართ „ჰუალინგ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, რომელსაც საქართველოში 600 მლნ. დოლარი აქვს ინვესტირებული.

პანდემიის ფონზე გასული წლები ბიზნესისთვის საკმაოდ რთული იყო. როგორ მოახერხეთ ბიზნესის მდგრადი განვითარების ტემპის შენარჩუნება?

პანდემიამ ნამდვილად ბევრი პრობლემა მოგვიტანა. პირველ რიგში, ზარალების რეგულირების ხარჯები გაიზარდა. მეორე მხრივ, სერვისების მიწოდების დრო გაიზარდა. იყო ლოგისტიკური პრობლემებიც. მაგალითად, ავტომობილის დაზღვევის ნაწილში გართულდა ნაწილების დროული ჩამოტანა, სერვისცენტრებში დროული მომსახურების მიღება. ამაზე დროული და სწორი რეაგირება იყო საჭირო. უნდა გადაგვეხედა პოლისების ფასისთვის და ახალი თანხები განგვესაზღვრა. კალკულაციების ადაპტირება მოხდა. ფოკუსი გავაკეთეთ ახალ პროდუქტებზე, მაგალითად, ტვირთების დაზღვევაზე, რაც ასევე პანდემიით იყო განპირობებული.

როგორია თქვენი გეგმები 2022 წელს?

მიმდინარე წლის გეგმები საკმაოდ მასშტაბურია. ვაგრძელებთ კორპორაციულ მიმართულებაზე მუშაობას. მოგების ჭრილში 2 მილიონი ლარის გენერირებაა დაგეგმილი. სწრაფი მომსახურების ჭრილში, 5 დღის კიდევ უფრო შემცირებას ვგეგმავთ. სწრაფ მომსახურებას კი ინოვაციური, ციფრული სერვისების განვითარებით მივაღწევთ.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო