ადვოკატის განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე წყნეთში, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული დეტექტივი სამოქალაქო ფორმაში იყო

ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული დეტექტივი სამოქალაქო ფორმაში იყო.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მოწმეთა ჩვენებებით იკვეთება, რომ წურწუმია გარდაცვლილი ზურაბ გველესიანის ნდობის მოსაპოვებლად ეუბნებოდა, რომ იქ ნარკოტიკული საშუალება არ იყო და სახლში წასულიყო.

ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც გველესიანმა სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიწიდან ამოიღო, დეტექტივი სწორედ ამის შემდეგ შეეცადა მის დაკავებას.

როგორც ირკვევა, შემთხვევის შემსწრე ტაქსის მძღოლი და ერთ-ერთი სახლის დარაჯი არიან. ამ უკანასკნელმა კი, გველესიანს მიწის ამოსათხრელად ბარიც კი მიუტანა.

რაც შეეხება ფაქტს, რომ ბრალდებული ერიკ წურწუმია დუმილის უფლებას იყენებს, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, „გამოკითხვის ოქმის ინიციატივა ბრალდების მხარისგან შემოთავაზებული არ ყოფილა, დაკავებული კი გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს“.

„საქმეებზე მოწმეები არიან გამოკითხული, რომლებიც ამბობენ, რომ ერიკ წურწუმიამ არაერთხელ მიმართა მამაკაცს, რომ აღნიშნულ ადგილზე არ იყო არანაირი ნარკოტიკული საშუალება და ჯობდა, სახლში წასულიყო. აღნიშნულს ადასტურებს მათ შორის, ფაქტის ერთ-ერთი შემსწრე პირი, ეს არის ტაქსის მძღოლი.

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, წარმოდგენილია რამდენიმე პირდაპირი მოწმე, მათ შორის, ერთ-ერთი მოწმე მიუთითებს, რომ იქამდე, ვიდრე სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება იქნებოდა ნაპოვნი, არაერთხელ სთავაზობდა პოლიციელი გარდაცვლილს შეეწყვიტა ძებნა, ვინაიდან იქ უამარავი ადამიანი ადიოდა, ეძებდა ნარკოტიკებს და ვერ პოულობდა. აღნიშნულს მოუწოდებდა დარაჯიც, რომელმაც ბარიც მოიტანა. მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია სასამართლოში გამოსაკვლევი.

როცა აღმოჩნდა, რომ იქ იყო სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება იყო, სწორედ, აქედან გამომდინარე განხორციელდა დაკავება. პოლიციელმა მას უთხრა, რომ იყო დაკავებული და მტკიცებულება არ გაენადგურებინა“, - განაცხადა ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა. წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს