ხობში ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

ხობში ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

ხობის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოთი მოსარგებლე პირებს, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის და „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენლებმა მიულოცეს და მათ კვების პროდუქტების ნაკრები გადასცეს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „შავი ზღვის ტერმინალის“ (ყულევი) და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სააღდგომო ნობათი 150 ბენეფიციარს გადაეცა.