ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 160 ოჯახს სააღდგომო ნობათები გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან ერთად, „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა და გოგი მეშველიანმა სააღდგომო ნობათები ასევე, შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს მიუტანეს და მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
მათივე ცნობით, ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სააღდგომო პაკეტების მომზადების პროცესში ტრადიციულად კომპანია „სავანეთი“ ჩაერთო. სასურსათო ნობათები ჯამში მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახმა მიიღო.
„ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა „სათნოების სახლისა“ და შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა. მსურს, თითოეულ მათგანს, ჩვენს ბოლნისელებს აღდგომის დღესასწაული მივულოცო და მათ ბედნიერება ვუსურვო. ბოლნისის მუნიციპალიტეტს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა ნათლად აქვს გააზრებული, ამიტომ ვცდილობთ, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს, მათი საჭიროებებზე მორგებული პროგრამები შევთავაზოთ. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ,“ - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

























