მარნეულის ამერიკული კუთხის ორგანიზებით, „კულტურის ცენტრისა“ და საჯარო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ღონისძიება გაიმართა

მარნეულის ამერიკული კუთხის ორგანიზებით, „კულტურის ცენტრისა“ და საჯარო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისა და მარნეულის ამერიკული კუთხის ერთი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის ვიქტორინა მოეწყო. გამოვლენილ გამარჯვებულებსა და ამერიკული კუთხის აქტიურ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
აქტივობას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ამერიკის საელჩოს სახალხო დიპლომატიის ოფიცერი ალთია ქოლი-მერფრი, ამერიკული სივრცეების კოორდინატორი გიორგი გაბუნია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

























