სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა შესაძლოა, გაფართოვდეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა შესაძლოა, გაფართოვდეს. ამასთან, "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამშრომლისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭებას.

კანონის პროექტით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს ენიჭება უფლება პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებული წინადადებით ზედამხედველ პროკურორს მიმართოს.

კანონპროექტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას დაადგენს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც სხვა სახელმწიფო ორგანოს ეკუთვნის, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზეც აწარმოებს გამოძიებას. ამავე დროს, ამ უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ამ უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე.

კანონპროექტის თანახმად, სათანადო სოციალური გარანტიებით თანაბრად ისარგებლებენ, როგორც სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლები, ასევე ის თანამშრომლები, რომლებიც საგამოძიებო ფუნქციებით არ არიან აღჭურვილნი.

კანონპროექტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადდა.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და მიხეილ სარჯველაძე.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა