„ქართული ოცნების“ დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

დღეს „ქართულ ოცნებას“ დაფუძნების 10 წლის იუბილე აქვს და თითქმის 10 წელიწადია ხელისუფლებაში არიან.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს მართავდა ოთხი ხელისუფლება. არ შევჩერდები ზვიად გამსახურდიას მმართველობაზე, რადგან ის ძალიან მოკლე პერიოდს მოიცავდა და ძალადობრივად იქნა დამხობილი. ედუარდ შევარდნაძის მმართველობა მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის და მაინც, უმძიმესი სურათის მიუხედავად, მან 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს უკეთესი საქართველო გადააბარა, ვიდრე მემკვიდრეობით მიიღო. რაც შეეხება სააკაშვილის მმართველობას, შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ დანაშაულზე, შეცდომებზე, მაგრამ 2003 და 2012 წლების საქართველოს ვერც შევადარებთ, იმხელა ნახტომი გააკეთა ქვეყანამ. 2012 წელსაც გაცილებით უკეთესი საქართველო გადააბარა სააკაშვილმა „ქართულ ოცნებას“, ვიდრე მიიღო მემკვიდრეობით.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც უკეთესი საქართველო ჩაიბარა და დღეს, ჩვენი ქვეყანა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 10 წლის წინ - 2012 წელს.

რას ვგულისხმობ:

ეკონომიკური ზრდა;

ლარის კურსი;

ფასების ზრდა;

კრიმინალის დონე;

მიგრაციის დონე;

განათლების დონე;

კორუფციის მაჩვენებელი;

მედია-თავისუფლების დონე;

საგარეო ურთიერთობები;

მოუგვარებელი კონფლიქტები;

პოლიტიკური ნიშნით დევნა და დაპატიმრებები;

2012-2016 წლებში მცირედი წინსვლის შემდეგ მკვეთრი უკუსვლა ადამიანის უფლებების კუთხით;

ჩავარდნილი სასამართლო რეფორმა;

ჩავარდნილი საარჩევნო რეფორმა;

ზედიზედ გაყალბებული ორი არჩევნები;

და როგორც ამ ყველაფრის შედეგი, უაღრესად გაღატაკებული და ღირსებადაკარგული ხალხი...

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა