EU4Culture-ის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსია განიხილეს

ქუთაისში, #EU4Culture-ის პროექტის ფარგლებში, ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა ქალაქის კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებთან გაიმართა.

ამასთან, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში შეხვედრა შედგა რამდენიმე სექტორთან: მაუწყებლობა, მედია და რეკლამა, კულტურული ტურიზმი და გასტრონომია; არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, რეწვა, დიზაინი, ციფრული ტექნოლოგიები და ვიდეო თამაშები, კინო და ვიდეო ხელოვნება, მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა, საშემსრულებლო ხელოვნება, ლიტერატურა და საგამომცემლო საქმე.

ქუთაისის მერიის ინფორმაციითვე, კულტურის სტრატეგიის განხილვაზე, ფოკუს-ჯგუფების წარმომადგენლებმა, საკონსულტაციო ორგანიზაციის Creative Solution აღმასრულებელ დირექტორ ზვიად მჭედლიშვილთან ერთად, იმსჯელეს დოკუმენტის ძირითად მიმართულებებსა და კონკრეტულ თემებზე, გამოითქვა სურვილები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინება ქუთაისის კულტურის სტრატეგიის საბოლოო ვერსიაში მიზანშეწონილი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო