ნინო ლაცაბიძე ბრიუსელში, ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმს, მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ასობით ქალაქის წარმომადგენელი ესწრება, საქართველოს კი მხოლოდ რუსთავი წარმოადგენს.

“ ჩვენი ქალაქისთვის გამოვიყენებთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერას, რათა ახალი პროექტებით შევძლოთ იმ მიზნის მიღწევა, რაც ყველას გვაერთიანებს. რუსთავისთვის ეკოლოგია მთავარ გამოწვევად რჩება, ენერგოქალაქების ქსელი არის შესაძლებლობა, გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და საერთაშორისო მხარდაჭერით ეკოლოგიურად ძლიერ და ენერგოეფექტურ ქალაქად ჩამოვყალიბდეთ", - განაცხადა ბრიუსელში გამგზავრებამდე ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსთავის მერიამ, მერების შეთანხმების გაგრძელების ფაზას, ხელი 2020 წელს მოაწერა, რომლის ვალდებულება ქალაქთან ერთად, უკვე ქვეყანასაც გააჩნია. პარიზის შეთანხმებით, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე 2030 წლისთვის, CO2 ემისიების 30 %-ით შემცირების ვალდებულება აიღო. ამ ეტაპზე, სამოქმედო გეგმის შემუშავება მიმდინარეობს და პროცესში რუსთავი აქტიურადაა ჩართული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო