გია ვოლსკი - ფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს - მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება

ფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს - კომპეტენტური სამედიცინო ჯგუფი ახორციელებს 24 - საათიან დაკვირვებას, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განუცხადა.

ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია ყველაფრით, რაც პატიმარს შეიძლება ჰქონდეს.

„გეტყვით, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი და არა „ქართული ოცნების“ წევრი. საკანში გაძლება საკმაოდ რთულია, მაგრამ წარმოიდგინე, ათასეულობით ადამიანი, ვინც უძლებდა იმ სადისტური წამების ციხეს, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. იმ პირობებში, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, რასაკვირველია, მისთვის უზრუნველყოფილია ყველაფერი, რაც შეიძლება პატიმარს ჰქონდეს, სამედიცინო მომსახურება, დამოკიდებულება მის მიმართ. ეს არის უშველებელი სხვაობა, რაც მან ციხეებში შექმნა, უამრავი ადამიანი ყოველწლიურად სიცოცხლეს გამოასალმა, მაგრამ თავისი ფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს, შესაძლოა მას თავისი დამოკიდებულება ჰქონდეს იმ მდგომარეობისადმი, რომელშიც დღეს იმყოფება და კვლავ პრეზიდენტის განცხადებებს აკეთებს სასამართლოს დარბაზში.

საკმაოდ კომპეტენტური სამედიცინო ჯგუფი მასზე ახორციელებს ყოველდღიურ, 24 - საათიან დაკვირვებას, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. თუკი ასეთი რამ მოხდა, როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს, აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას, თუ საჭიროა საავადმყოფოში გადაყვანას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის თქმით, მას აქვს საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნის არ სჯეროდეს:

„მაქვს საფუძველი არ მჯეროდეს, რომ ცუდად არის, მაგრამ ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, როდესაც დატყვევებულია იმის გამო, რაც ჩაიდინა და მისი დანაშულებები ძალიან მძიმეა, რასაკვირველია, შესაძლოა კიდევაც სიმულირებდეს გარკვეულ ცუდად ყოფნას, მაგრამ არ მაქვს საფუძველი სამედიცინო ენით ვილაპარაკო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გია ვოლსკი - ფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს - მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება

ფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს - კომპეტენტური სამედიცინო ჯგუფი ახორციელებს 24 - საათიან დაკვირვებას, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განუცხადა.

ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია ყველაფრით, რაც პატიმარს შეიძლება ჰქონდეს.

„გეტყვით, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი და არა „ქართული ოცნების“ წევრი. საკანში გაძლება საკმაოდ რთულია, მაგრამ წარმოიდგინე, ათასეულობით ადამიანი, ვინც უძლებდა იმ სადისტური წამების ციხეს, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. იმ პირობებში, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, რასაკვირველია, მისთვის უზრუნველყოფილია ყველაფერი, რაც შეიძლება პატიმარს ჰქონდეს, სამედიცინო მომსახურება, დამოკიდებულება მის მიმართ. ეს არის უშველებელი სხვაობა, რაც მან ციხეებში შექმნა, უამრავი ადამიანი ყოველწლიურად სიცოცხლეს გამოასალმა, მაგრამ თავისი ფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს, შესაძლოა მას თავისი დამოკიდებულება ჰქონდეს იმ მდგომარეობისადმი, რომელშიც დღეს იმყოფება და კვლავ პრეზიდენტის განცხადებებს აკეთებს სასამართლოს დარბაზში.

საკმაოდ კომპეტენტური სამედიცინო ჯგუფი მასზე ახორციელებს ყოველდღიურ, 24 - საათიან დაკვირვებას, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. თუკი ასეთი რამ მოხდა, როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს, აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას, თუ საჭიროა საავადმყოფოში გადაყვანას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის თქმით, მას აქვს საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნის არ სჯეროდეს:

„მაქვს საფუძველი არ მჯეროდეს, რომ ცუდად არის, მაგრამ ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, როდესაც დატყვევებულია იმის გამო, რაც ჩაიდინა და მისი დანაშულებები ძალიან მძიმეა, რასაკვირველია, შესაძლოა კიდევაც სიმულირებდეს გარკვეულ ცუდად ყოფნას, მაგრამ არ მაქვს საფუძველი სამედიცინო ენით ვილაპარაკო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია