აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ანგარიში  მოისმინეს

უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა, დეპუტატების განცხადებების შემდეგ, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვით დაიწყო. უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი, გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით), ერთხმად მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონმდებლებმა, ასევე გამარტივებული წესით განიხილეს და ერთხმად მიიღეს დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი კიდევ ერთი კანონის პროექტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.

„კანონპროექტების მიღების შემდეგ, სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს. გიორგი სურმანიძემ 2021 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა, შეაჯამა განხორციელებული პროგრამების, ქვეპროგრამების შედეგები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მინისტრს ხვნა-თესვის, ხე-ტყით სარგებლობის, მავნებლებთან, მათ შორის ფაროსანასთან ბრძოლის, სამელიორაციო სისტემების, გეოლოგიური და ლაბორატორიული კვლევების, მოსახლეობის მიერ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მათ შორის თხილისა და ციტრუსის რეალიზებისთვის ბაზრების მოძიების, ტრადიციული დარგების განვითარების, სანერგეებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული კითხვებით მიმართეს. გიორგი სურმანიძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ - ვახტანგ წულაძემ, კანონმდებელთა კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

ანგარიში უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცნობად მიიღეს.

პლენარულ სხდომაზე იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დასწრება ახალი ვებპლატფორმის - chaerte.sca.ge-ს საშუალებით ჩანიშნეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, შესვენების შემდეგ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს. ნინო ნიჟარაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ გასულ წელს დანერგილი პროგრამული სიახლეების, მზარდი ბიუჯეტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, მიმდინარე წელს დანერგილი სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია წარმოადგინა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მინისტრს კითხვები უშვილობის პროგრამის კრიტერიუმებზე, ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებაზე, თავშესაფრების ბენეფიაციართა დასაქმება-სოციალურ უზრუნველყოფაზე, ონკოპაციენტების მკურნალობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დაუსვეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე პოსტკოვიდური სინდრომების რეაბილიტაციის თემით დაინტერესდა და შემაჯამებელ გამოსვლაში მინისტრს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა.

ნინო ნიჟარაძის ანგარიში დადებითად შეაფასა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის, ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელსა და კომიტეტის აპარატს მადლობა გადაუხადა.

სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდა, მინისტრის ანგარიში ცნობად მიიღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს