აშშ-ში რუსეთის ელჩი - მოსკოვი უზრუნველყოფს, რომ უკრაინას არაბირთვული და ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი ჰქონდეს

რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში მიზნად ისახავს ქვეყნის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას და მოსკოვი უზრუნველყოფს, რომ უკრაინას არაბირთვული და ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი ჰქონდეს, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნის არაბირთვული და ნეიტრალური სტატუსი. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში მცხოვრები ჩვენი სლავი ხალხებისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.

ანატოლი ანტონოვმა გააკრიტიკა ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციის (OAS) ბოლო გადაწყვეტილება, რუსეთისთვის დამკვირვებლის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, არის საერთაშორისო პლატფორმებზე რუსეთის იზოლაციის მიზნით დაწყებული „მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი.“

„ჩვენ ვისჯებით ჩვენი ლეგიტიმური ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვისა და სხვების მორჩილებაზე უარის თქმის გამო“, - აღნიშნა ელჩმა.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ში რუსეთის ელჩი - მოსკოვი უზრუნველყოფს, რომ უკრაინას არაბირთვული და ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი ჰქონდეს

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?