იაგო ხვიჩია - “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა

“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას არ გამოიწვევს, მაგრამ თუკი პარტიის წარმომადგენლებს ამის სჯერათ, სწორი და მორალური იქნებოდა ეს აქამდეც გაეკეთებინათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის“ დეპუტატმა“ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე აზრით, პარლამენტიდან გასვლის საკითხმა, შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გამოიწვიოს.

“ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა. თუ პარლამენტიდან ნაწილი გავა და ნაწილი დარჩება, ეს დაშლისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

“ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა დაიშალოს, რადგან ის არის “ქართული ოცნების“ იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი ცუდი როლი აქვთ პარტიის წევრებს. ეს ადამიანები ამ როლისგან უნდა გათავისუფლდნენ, რაც “ქართული ოცნების“ დამარცხების სულ სხვა შესაძლებლობებს გააჩენს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა არ გამორიცხა, რომ პარტიამ პირველ ეტაპზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს, შემდეგ კი პარლამენტი საერთოდ დატოვოს. როგორც წიკლაურმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში, “თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხების ფონზე ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა. წიკლაური დარწმუნებულია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართება დისკუსია “რას გვაძლევს პარლამენტში ყოფნა“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს