ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ პატარებს სიმბოლური სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის ერთობლივი მხარდაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველ პატარებს სიმბოლური სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჩუქრები, დაბაში მცხოვრებ პატარებს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

„აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე პაკეტები, რვავე თემის რწმუნებულებს გადაეცათ და იქ მცხოვრებ პატარებს დღის განმავლობაში დაურიგდებათ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა