რუსი ოკუპანტები გამიზნულად ეწინააღმდეგებიან მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გასვლას, რითაც მტერი ქალაქის დამცველებზე დამატებით ზეწოლას ახდენს, რათა მათ დანებება აიძულოს, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა ტელეგრამის საშუალებით განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიაზე ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მედიამ სიმართლე გაიგოს: რუსებს "აზოვსტალზე" შტურმის ეშინიათ, მაგრამ ამავე დროს ისინი მიზანმიმართულად და ცინიკურად ეწინააღმდეგებიან „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების გასვლას, რითაც ცდილობენ, რომ ჩვენს სამხედროებზე დამატებითი ზეწოლა განახორციელონ“, - ხაზგასმით აღნიშნა ვერეშჩუკმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"