გორის მერი უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი გორში მყოფ უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს შეხვდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, მშვიდობა უსურვა და სასურსათო პაკეტები, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი გადასცა.

„კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს. ჩვენ კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი. იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება და თითოეული უკრაინის მოქალაქე დაუბრუნდება თავის საცხოვრებელს. შევხვდი გორის მუნიციპალიტეტში მყოფ უკრაინელებს. მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ და სასურსათო პაკეტები გადავეცით. გარდა ამისა, უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს მერია დაუფინანსებს ბინის ქირას“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა