გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მოხუცებსა და მარტყოფის ბავშთა სახლის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. აღნიშნულ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"თითოეულ ოჯახს ვულოცავ დღესასწაულთა დღესასწაულს. მრავალ აღდგომას დავესწროთ ერთად დგომით და ერთმანეთის სიყვარულით",- აღნიშნავს დავით კარგარეთელი.