პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 5 პირიდან ორი ფოთში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მათ ბრალი დღეს წარუდგინეს.

ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

„წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ, თავს არ ცნობენ დამნაშავედ და აბსოლუტურად, კატეგორიულად სხვა ვითარებაში აღწერენ მოვლენას, რაც პირდაპირ მიუთითებს პოლიციელის მხრიდან პროვოცირებას. ბილწსიტყვაობა მოდის პოლიციელისგან და შესაბამისად ახალგაზრდები ამაზე ადეკვატურად პასუხობენ“, - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის, გ.ჭ -ს ადვოკატმა ლაშა ხოშტარიამ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ის დუმილის უფლებას იყენებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული გიორგი წულეისკირია. მას წარედგინა ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, არანაირი შემხებლობა ამ დანაშაულთან არ ჰქონია. ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებას იყენებს და სხვას ვერაფერს ვიტყვი", -განაცხადა ადვოკატმა რომან მამულიამ.

შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემის ბრალდებით 24 აპრილს სამი პირი დააკავეს. შემთხვევა სენაკის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა