საქართველოში International Girls in ICT Day ახალი ინიციატივებით აღინიშნება

ყოველი წლის აპრილის მეოთხე ხუთშაბათს მთელი მსოფლიო International Girls in ICT Day-ს (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების საერთაშორისო დღე) აღნიშნავს. ეს არის დღე, რომელიც ქალთა ტექნოლოგიების მიმართულებით გაძლიერებას ემსახურება და წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მას განსაკუთრებული ინიციატივებით უერთდება. International Girls in ICT Day-ს დღის აღნიშვნის იდეა ITU-ს (United Nations International Telecommunication Union) ეკუთვნის და ის მიზნად ისახავს, რომ ქალებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა გაძლიერდნენ ტექნოლოგიების მიმართულებით და კარიერული განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ სექტორში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება.

სტერეოტიპების დასანგრევად და ქალების ტექნოლოგიებში გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებების აქტივობა და ჩართულობა. International Girls in ICT Day-ს საქართველოში BTU სხვადასხვა ინიციატივით აღნიშნავს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული ტექ და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში და ამ პროცესებში ქალთა როლის გაძლიერებაზე ზრუნავს.

BTU-ს ორგანიზებით, ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებისთვის დასაქმების ფორუმი უკვე მეორედ გაიმართება. დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ქალებს კარიერული განვითარების ფართო შესაძლებლობებს მისცემენ. შეთავაზებული იქნება ვაკანსიები, რომლებიც გულისხმობენ დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, როგორც ფრილანსერად, ასევე ადგილზე დასაქმების პერსპექტივით. აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ პროექტ „500 ქალი ტექში“ ბენეფიციარები.

ქალთა გასაძლიერებლად BTU ახორციელებს მასშტაბურ პროექტს „500 ქალი ტექში“. ეს არის გადამზადების პროექტი, რომელიც საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით მიმდინარეობს. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას და მათ ჩართულობას.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შერჩეულ ბენეფიციართა გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით სამ ეტაპად. პროექტის ფარგლებში შეთავაზებული ტექ კურსების პარალელურად, ბენეფიციარები სწავლობენ ინგლისურს.

და ბოლოს ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კარიერულ ბუთქემფში, რომელიც მათ ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შესძენს. ბუთქემფის მონაწილე ბენეფიციარებთან იმუშავებენ მენტორები, რომლებიც მათ გაუწევენ კონსულტაციებს კარიერის დაგეგმვისა და შესაბამისი სამუშაოს მოძიების მიმართულებით. ხოლო ბუთქემფის ბოლო ეტაპი მეწარმეობის კომპონენტს დაეთმობა.

ICT-ში (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) არსებული დისბალანსი აქტუალური პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. დღეს ICT-ში დასაქმებული თუ მეწარმე ქალების კრიტიკული დანაკლისია. უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში ქალები სამუშაო ძალის თითქმის ნახევარს ქმნიან. ტექნოლოგიებში კი ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, რადგან ICT-ში არსებული სამუშაო ადგილების მხოლოდ 25%-ს იკავებენ ქალები. ამის მიზეზი არის მითი, რომ ბიჭები უკეთესად ითვისებენ STEM-ს, ვიდრე ქალები. ეს კი მართლაც სტერეოტიპია, რომლის არსებობასაც ხელს უწყობენ როგორც სკოლები, ისე უნივერსიტეტები.

რეალურად, ქალებს, რომლებიც საქმიანობენ ICT-ში, შეუძლიათ შექმნან უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი გარემოს დაცვა, უკეთესი კომუნიკაციები, უკეთესი განათლება. მათ აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ ყველაზე გასაოცარ პროექტებზე, რომელიც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ქალები, რომლებიც ისწავლიან ICT-ს, გამოიმუშავებენ მეტ ხელფასს და კარიერული განვითარების უკეთესი შესაძლებლობები ექნებათ.

სწორედ ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, 3 წლის წინ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ დაფუძნდა. ეს გახლდათ ტექნოლოგიების მიმართულებით 6-თვიანი გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრული კურსი 250-მდე ბენეფიციარმა, ხოლო მოკლევადიანი ტრენინგები – 2500-ზე მეტმა ქალმა გაიარა. კურსის გავლის შემდეგ მათი დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.

„კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ გახდა Grace Hopper Award-ის გამარჯვებული პროგრამის ნომინაციაში, გარდა ამისა, პროექტმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე Emerging Europe საერთაშორისო საკონკურსო ნომინაციაში Future-proof Education Category ხმის უმრავლესობით გაიმარჯვა. „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ BTU-ში ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ფუნქციონირებს: აშშ-ის საელჩო საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ორგანიზაცია ,,ქალები მომავლისთვის’’, Microsoft, Women in Tech, ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრები Webiz და Strategeast.

International Girls in ICT Day-ს აღნიშვნის მიზანია, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იგრძნონ საჭიროება და მეტი შესაძლებლობა მისცენ ქალებს, რომ მათ ICT მიმართულებით მიიღონ განათლება და წარმატებით დასაქმდნენ. მეორე მხრივ კი თავად ქალებს უნდა გაუჩნდეთ სურვილი და მოტივაცია, რომ ICT-ში აიმაღლონ უნარები და დასაქმდნენ ან მეწარმეები გახდნენ. ქალების ICT-ში გაძლიერება მოსახლეობის ეროვნულ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების აქსელერატორიც კი შეიძლება გახდეს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა