ირაკლი კობახიძე - დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში - „ქართველი იანუკოვიჩი“ მოიკითხონ თავისთან, უკრაინის ხელისუფლებაში

დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში - ქართველი იანუკოვიჩი მოიკითხონ თავისთან, უკრაინის ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ქართველი „იანუკოვიჩი“ უწოდა და მისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა.

კობახიძის განცხადებით, ქართული საზოგადოება კიდევ უფრო მეტს გაიგებს არახამიას შესახებ ომის დასრულების შემდეგ.

„მე მახსოვს 6 მარტი, როცა გავრცელდა „ფეიკი“ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით. იმავე დღეს, მაშინაც დავით არახამია გამოეხმაურა ამ „ფეიკს“. ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი, ავთენტურია თუ არაავთენტური არ ვიცით, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმავე დღეს, რამდენიმე საათში მას გამოეხმაურა დავით არახამია. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი - დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში, თან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ასეთ დროს ბუნებრივია, არის სრული კოორდინაცია კიევს - ამ შემთხვევაში არახამიას და თბილისს - ამ შემთხვევაშიც არახამიას შორის. შესაბამისად, საზოგადოებამ ყველაფერი იცის მის შესახებ, თუმცა, ყველაფერი არა, მე მგონია, ომი რომ დასრულდება, კიდევ უფრო მეტს გაიგებს, ცუდ რაღაცებს. დღეს ამის დრო არ არის, რომ ამაზე ღრმად შევიდეთ.

არახამიას პირით გააჟღერეს და ტერმინი გამოიყენა არახამიამ - „ქართველი იანუკოვიჩი“. მე მინდა მას ვუთხრა, ქართველი იანუკოვიჩი უნდა მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში, რომელიც არის დღემდე ოფიციალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოდან კრიმინალისთვის გაგდებული, ციხეში ჩასმული კრიმინალი სააკაშვილი არის მათი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, „ქართველი იანუკოვიჩი“ მოიკითხონ თავისთან უკრაინის ხელისუფლებაში,“ - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, აუდიოჩანაწერიც და არახამიას განცხადებაც, ბაკურიანის შეხვედრის ლოგიკური გაგრძელებაა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, უკრაინულ დელეგაციის მომლაპარაკებელი დავით არახამია ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას მიმართავს, განიხილონ ივანიშვილზე და მის აქტივებზე დასავლეთში პერსონალური სანქციების დაწესება. არახამია გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა“ და „ის და მისი მეგობრები ატარებენ უკრაინის მიმართ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს“.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი