ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ სავარაუდოდ, ივანიშვილი-ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერი პიტერ აკერმანის ჩამოტანილი იყოს და „ბაკურიანის შეკრებას“ უკავშირდებოდეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის აუდიოჩანაწერი „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებლის, პიტერ აკერმანის ჩამოტანილი იყოს და ბაკურიანში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გამართულ შეხვედრას უკავშირდებოდეს.

კობახიძის აზრით, „ბაკურიანის მოღალატეობრივი შეკრებას“ და აღნიშნული ჩანაწერი ერთმანეთს ლოგიკურად ებმის.

„მგონია, რომ ეს ყველაფერი, ე.წ. ჩანაწერი, მერე არახამიას განცხადება ლოგიკური გაგრძელებაა იმ შეხვედრისა, რაც ბაკურიანში შედგა. იქ შედგა რევოლუციური შეკრება, „შულავერის კომიტეტის“ მოღალატეობრივი შეკრება, სადაც მათივე აღიარებით განხილულ იქნა ხელისუფლების გადატრიალების გეგმები. მათ იციან, რომ არავითარი ემოციური ფონის შეცვლის რესურსი არ აქვთ და ეჭიდებიან ხავსს, ეს ჩანაწერი იყო მათთვის ერთგვარი ხავსი. იმასაც არ გამოვრიცხავდი, აკერმანის ჩამოტანილი იყოს ეს ფარული ჩანაწერები და პირდაპირ უკავშირდებოდეს ამ შეკრებას. ეს არის ჩემი პოლიტიკური ვარაუდი - ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ეს ჩანაწერი და შემდეგ არახამიას განცხადება. არახამია არის „ნაცმოძრაობის“ გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს, თან ერთხელ რომ გააკეთებ ასეთ "ფეიკზე" განცხადებას და ფეხი რომ წაგიცდება, მეორე ჯერზე, ბუნებრივია, უფრო ფრთხილად ხარ, ნული სიფრთხილე იყო მისი მხრიდან და ამას აქვს მარტივი მიზეზი - ამ ჩანაწერების შემქმნელიც და შემდეგ გამავრცელებელიც არის ერთი და იგივე ძალა - „ნაცმოძრაობა“, რომელსაც წარმოადგენს არახამია,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა