ლევან ბეჟაშვილი - პარტიის თავმჯდომარედ მარგველაშვილის  დანიშვნა არც კი განხილულა - “ქართული ოცნება” ცდილობს  გადაფაროს ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის საუბარი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

პარტიის თავმჯდომარედ მარგველაშვილის დანიშვნა არც კი განხილულა. “ქართული ოცნება” აბსურდული ინფორმაციებით ცდილობს გადაფაროს ჩანაწერი ორ რუს ოლიგარქს - ივანიშვილს და ევტუშენკოვს შორის, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საერთაშორისო გამოძიების საგანი გახდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ეს ჩანაწერი აუცილებლად გახდება ბიძინა ივანიშვილის და ღარიბაშვილის სანქცირების საფუძველი.

“ეს ინფორმაცია აბსურდია, არც კი განხილულა, სამსჯელოდაც კი არ დამდგარა, უბრალოდ “ქართული ოცნება” ცდილობს გუშინდელი ჩანაწერი ორ რუს ოლიგარქს - ივანიშვილს და ევტუშენკოვს შორის, რომელiც სკანდალურია, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საერთაშორისო გამოძიების საგანი გახდება, გადაფაროს აბსურდული ინფორმაციებით,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ჩანაწერის შინაარსი პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგს, რომელიც დაწესებულია სანქციების სახით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

„ვალდებულიც არის „ქართული ოცნების“ სამართალწარმოების სტრუქტურები, დაიწყონ ამაზე გამოძიება. ბუნებრივია, ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს , რომ ეს გამოძიება ობიექტურ სიტყვას იტყვის. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩაატარონ საერთაშორისო გამოძიება მის ავთენტურობაზე, რადგან ის შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ ამხელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამხედრო თანამშრომლობაში, ყოველ შემთხვევაში ასეთი თანამშრომლობის შეთავაზებაში, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის შეთავაზებაში, რაც წინააღმდეგობაში მოდის დაწესებულ სანქციებთან. „ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცება, რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ გაცხადებული აქვთ, აბსურდულია, რადგან საერთაშორისო ვალდებულებები მოითხოვს არ ვითანამშრომლოთ ისეთ პირებთან, რომლებიც თავის მხრივ სანქცირებულნი არიან, ევტუშენკოვი სანქცირებულია ევროპული სტრუქტურების მხრიდან,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა