თეონა აქუბარდია - ნატო გააძლიერებს მხარდაჭერას, მოლაპარაკება მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, რომლის საბოლოო დამტკიცებას მადრიდის სამიტზე ველოდებით

ნატო გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას, კონკრეტული მოლაპარაკება მიმდინარეობს საქართველოს მედეგობის და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, რომლის საბოლოო დამტკიცებას ველოდებით მადრიდის სამიტზე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აქუბარდია ელოდება, რომ მადრიდის სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. მისი თქმით, ის კონცეფცია, რომელსაც ნატო განიხილავს და დაამტკიცებს სამიტზე, იქნება რადიკალურად განსხვავებული და ასახავს იმ რეალურ კონტექსტს, რასაც რუსეთის აგრესიის შედეგად ევროპაში ვხედავთ.

"ხავიერ კოლომინას ვიზიტი არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ნატო- ს კარი ღიაა საქართველოსთვის. ამ განსაკუთრებულ ვითარებაში, როცა რუსეთი ახორციელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოსაც აქვს პირდაპირი აგრესიის საფრთხე, ნატო გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას და კონკრეტული მოლაპარაკება მიმდინარეობს საქართველოს მედეგობის და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, რომლის საბოლოო დამტკიცებას ველოდებით მადრიდის სამიტზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მადრიდის სამიტზე ჰქონდეს ძალიან მკაფიო ჩანაწერი და გზავნილი ნატო-ს წევრობის შესაძლებლობასთან მიმართებით, ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დემოკრატიული რეფორმები. 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დახია და გადააგდო, ნატო-ს კომუნიკეში მოხსენიებული იყო, როგორც ნატო- ში წევრობის გზა. საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ როცა შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნება და ვფიქრობ, ეს იქნება მალე, საქართველო მზად იყოს,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისათვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას უსმენენ. მანამდე ხავიერ კოლომინას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა. შეხვედრას ოპოზიციის ნაწილიც ესწრებოდა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა