ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო არასდროს იქნება რაიმე შავი ხვრელი, რაც არ უნდა დიდი მონდომებით ეცადონ ამას ეკა გიგაურები

საქართველო არასდროს იქნება რაიმე შავი ხვრელი, რაც არ უნდა დიდი მონდომებით ეცადონ ამას ეკა გიგაურები - ის, რომ ვიღაცას ოფშორში რაღაც წილი აქვს, არ ნიშნავს, რომ ის სანქციების გვერდის ავლაშია ჩართული,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში მოყვანილია ომის დაწყებამდე არსებული მონაცემები, ვიდრე რაიმე სახის სანქცია გამოიცემოდა.

„არათუ დადასტურებული ფაქტი, არც ერთი მინიშნება არ არსებობს, რომ საქართველო სანქციებს მიღმა შეიძლება რაიმე ნაბიჯებს დგამდეს. ყველა განცხადება, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ადამიანის და მისი ორგანიზაციის, ემსახურება არესტოვიჩის პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოში, რომ ნებისმიერი გზით მოხდეს ქვეყნის დისკრედიტაცია. ყველამ კარგად იცის, რომ 10 წელზე მეტია, ბიძინა ივანიშვილს არანაირი ბიზნეს კონკრეტული საქმიანობა არ აქვს, თუ ოდესმე რაიმე კომპანია ჰქონია რუსეთში დაფუძნებული, ეს არაფერს ნიშნავს. ეს კვლევა და ეს ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივის გამავრცელებელია. ეს ორგანიზაცია, რომელიც წლებია "ნაციონალური მოძრაობის" საქმეს აკეთებს, ცდილობს რამენაირად საქართველო დაზიანდეს. საქართველო არასდროს იქნება რაიმე შავი ხვრელი, რაც არ უნდა დიდი მონდომებით ეცადონ ამას ეკა გიგაურები. ის, რომ ვიღაცას ოფშორში რაღაც წილი აქვს, არ ნიშნავს, რომ ის სანქციების გვერდით ავლაშია ჩართული. მით უმეტეს, ეს ყველაფერი მაშინდელი მონაცემებია, სანამ ომი დაიწყებოდა და რაიმე სანქცია გამოიცემოდა. მანიპულირება ხდება და ამით უნდათ რამენაირად ქვეყანა დააზიანონ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის თანახმად, ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა