„ლელოს“ წევრები - ყულევში დგას სანქცირებული „ლუკოილის“ ნავთობით დატვირთული 130 ვაგონცისტერნა, ხოლო ტერმინალის ხელმძღვანელი ათავისუფლებს ცისტერნებს რუსული სანქცირებული ნავთობისთვის, რის შემდეგაც ეს ტვირთი მოხვდება ნეიტრალურ წყლებში

ყულევში დგას სანქცირებული „ლუკოილის“ ნავთობით დატვირთული 130 ვაგონცისტერნა, ჯამში საუბარია 7800 ტონა ტვირთზე. ხოლო ყულევის ტერმინალის ხელმძღვანელი, ვინმე ქარიმ გულიევი ათავისუფლებს ცისტერნებს რუსული სანქცირებული ნავთობისთვის, რის შემდეგაც ეს ტვირთი მოხვდება ნეიტრალურ წყლებში, - ამის შესახებ „ლელოს” წევრებმა საბა ბუაძემ და ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათვე ინფორმაციით, საუბარია, რუსულ სანქცირებულ ნავთობკომპანია Lukoil-ის ნედლ ნავთობზე, რომელიც მოიპოვება კასპიის ზღვაში მდებარე იური კორჩაგინის სახელობის ნავთობსაბადოზე.

„ამ წუთებში, ყულევში დგას სანქცირებული „ლუკოილის“ ნავთობით დატვირთული 130 ვაგონცისტერნა, ჯამში საუბარია 7800 ტონა ტვირთზე. ხოლო ყულევის ტერმინალის ხელმძღვანელი, ვინმე ქარიმ გულიევი ათავისუფლებს ცისტერნებს რუსული სანქცირებული ნავთობისთვის, რის შემდეგაც ეს ტვირთი მოხვდება ნეიტრალურ წყლებში.

საუბარია, რუსულ სანქცირებულ ნავთობკომპანია Lukoil-ის ნედლ ნავთობზე, რომელიც მოიპოვება კასპიის ზღვაში მდებარე იური კორჩაგინის სახელობის ნავთობსაბადოზე. სქემა ასეთია, სანქცირებული ნედლი ნავთობი რუსეთის ტერიტორიაზე ჩაიტვირთა რუსულ სარკინიგზო ცისტერნებში, შემდეგ აზერბაიჯანულმა კომპანია Maddox-მა ის გადაზიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც გადაზიდვა საქართველოში ბათუმის პორტის მიმართულებით გააგრძელა კომპანია EXIM OIL-მა.

კომპანია EXIM OIL ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს აკაკი ჩხენკელს ეკუთნის, რომელიც უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის კლანს წარმოადგენს“,- აღნიშნეს „ლელოს“ წევრებმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ