ახალქალაქს ლიეტუვის ეთნიკურ უმცირესობათა სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ეწვია

სერეკის ახალქალაქის ოფისს ლიეტუვის ეთნიკურ უმცირესობათა სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ეწვია. შეხვედრები გაიმართა როგორც სერეკის ახალქალაქის, ისე ნინოწმინდის ოფისის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე, განსახილველ თემებს შორის იყო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხები, ასევე გზები და მიდგომები არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მუნიციპალიტეტებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მათი ხედვების შესახებ ინფორმაციის მიღება. ასევე საკითხები, განათლებისა და მიგრაციის, სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობისა და ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ, როგორც მუნიციპალიტეტების, ისე პარლამენტში წარმომადგენლობის დონეზე.

თავის მხრივ, სტუმრებმა, ახალქალაქელებს და ნინოწმინდელებს მიაწოდეს ინფორმაცია ლიეტუვაში ეთნიკურ უმცირესობათა პროცენტულ მაჩვენებლებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე მათ მიმართ.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად, ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ვიზიტების შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო