რუსთავში საწარმო გაიხსნა

რუსთავში, შპს ,,პოლივიმის“ პლასტმასის ნარჩენებისა და მეორადი ბოთლების გადამამუშავებელმა ევროსტანდარტების შესაბამისმა ქარხანამ ფუნქციონირება დაიწყო. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი საწარმო, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებთან და ,,პოლივიმის“ წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

,,დღეს გავხსენით ,,პოლივიმის“ საწარმო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მიმართულებისთვის. აქ როგორც საწარმოო პროცესი არის ეკოლოგიურად სუფთა, ასევე გადამუშავდება მეორადი პლასტმასი. ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება ქალაქში მეორადი პლასტმასის შეგროვება. ამ საწარმოს ექნება ძალიან დიდი პოტენციალი, ერთი, რომ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე იზრუნებს ჩვენი ქალაქის და გაფართოების შემდგომ კი უფრო მეტ რუსთაველს დაასაქმებს “, - განაცხადა ჟურნალისტებთან ნინო ლაცაბიძემ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, ,,პოლივიმი“ მთლიანად უცხოური ინვესტიციით აშენდა და აღიჭურვა.

განხორციელებული ინვესტიციის საერთო რაოდენობამ 11 მილიონი ლარია.

,,ქვემო ქართლის რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება, როგორც უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ასევე ქართველი ბიზნესმენების მხრიდან ახალი საწარმოების გახსნის. უცხოური ინვესტიციის განხორციელების მაგალითი არის ,,პოლივიმის“ საწარმო, რომელიც დღეს გავხსენით. ახალი საწარმო არის ევროსტანდარტების შესაბამისი, რაც ეკოლოგიური მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ნედლეულის დასამზადებლად მეორად პლასტმასს მოიხმარს და ჩვენ მხოლოდ ხელს შევუწყობთ ამ ტიპის წარმოებას“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

,,პოლივიმი“, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაა და მისი ძირითადი ნედლეული, პლასტმასის მეორადი ჭურჭელია. საბოლოო პროდუქციის სახით კი პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს უშვებს.

,, პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნას დავესწარით, რომელიც თავის მხრივ უნიკალურია. ჩვენს რეგიონში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და გარდა იმისა, რომ ეს საწარმო, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში ახორციელებს შენატანებს და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, ასევე მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის კუთხითაც“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის მერიის ცნობით, სშპს ,,პოლივიმში“ ამ ეტაპზე 53 რუსთაველია დასაქმებული, საშუალო ხელფასი 1000-1500 ლარამდეა. წარმოებული პროდუქციის რეალიზება ევროპის ქვეყნებსა და თურქეთში ხდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა