ბოლნისის მერია - საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკები ახალ შენობაში გადავიდა

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ სოსო კოპალეიშვილთან ერთად ბოლნისში ახლად რეაბილიტირებული საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკები დაათვალიერა და მათ, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ბიბლიოთეკები წლების განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო შენობაში ფუნქციონირებდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ყოფილი სამოქალაქო რეესტრის შენობას სარეაბილიტაციო და ტექნიკური გადაიარაღების სამუშოები ჩაუტარდა.

„შედეგად, როგორც თანამშრომელთა, ასევე მკითხველთა მომსახურების პირობები მკვეთრად გაუმჯობესდა.

ორივე ბიბლიოთეკაში დასაქმებულია 20-ზე მეტი თანამშრომელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ბოლნისის ორი ბიბლიოთეკა ახალ მისამართზე გადავიდა. საბავშვო და საქალაქო ბიბლიოთეკები წლების განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო გარემოში ფუნქციონირებდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ახალი შენობა გამოიძებნა, რომლის სრული რეაბილიტაცია განვახორციელეთ.

დღეს ახალი საბიბლიოთეკო სივრცე მოვინახულე და წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორივე ბიბლიოთეკას საჩუქრად სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადავეცი, რითაც წიგნადი ფონდი კიდევ უფრო შეივსება. სწორედ წიგნიერი და ერუდირებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო