მაშველებმა უშგულში დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს

მაშველებმა უშგულში დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სოფელ უშგულში სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112" - ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ უშგულში, იმყოფებოდა დაშავებული ტურისტი, რომელიც ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დადიაშის მთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო.

დაშავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა. რთული რელიეფის გამო, ტურისტულ ჯგუფთან მისვლა ავტომობილის საშუალებით ვერ ხერხდებოდა, შესაბამისად გადაწყდა სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.

ამ დროისთვის, სოფელ უშგულში სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაშავებული ტურისტი ვერტმფრენის საშუალებით ჩაიყვანეს ქუთაისში, საიდანაც მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო