მარტვილის სოფელ სალხინოს, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მისულ მეუფე სტეფანეს განკვეთილი ბერები შეძახილებით, „იუდა" დახვდნენ და ხურდები შეაყარეს

მარტვილის სოფელ სალხინოს, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მისულ ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს განკვეთილი ბერები შეძახილებით, „იუდა" დახვდნენ და მას ხურდები შეაყარეს.

როგორც განკვეთილი ბერები აცხადებენ, დღეს მათი პროტესტი მონასტერში მისულმა ჩოხოსნებმა გამოიწვია, რადგან მათი მტკიცებით, მათ მიერ მორთული ხატები დაარბიეს, ამასთან, აუკრძალეს სანთლებისა და ხატების გაყიდვა.

„პირველ რიგში გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, შეგვეწიოს წაჩხურუს მადლი. შეთანხმებული ვიყავით იმაში, რომ მოსულიყო, ეწირა და წასულიყო. ეს არ ინებეს, ჩვენი გაწყობილი ხატები დაგვირბიეს და გადაგვთელეს. ამის შემდეგ საკადრისი პასუხი გავეცით. სახელი დავარქვით, ე.წ იუდაა და 30 ვერცხლი მიიღო. ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ცხოვრებას და დათმობას არ ვაპირებთ არანაირად, ვიცით, რომ მართლები ვართ. ამათ უნდათ, რომ ქუჩაში დავრჩეთ. ქუჩაში დარჩენილი ბერი ისეთია, როგორც თევზი უწყლოდ. სტეფანე არის რუსოფილი, უნდა, რომ ქართული ენა საქართველოში არ იყოს. დაჰყვება სუს-ი. დარწმუნებული ვარ, პოლიციამ და სუს-მა დაგეგმა დღევანდელი დღის განრიგი. აქ მოსულ მოქალაქეებს, პირადად, ბოდიშს ვუხდი“, - განაცხადა მამა დანიელმა, რომელიც მეუფე სტეფანემ ეკლესიიდან განკვეთა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი