ირაკლი კობახიძე - დაგეგმილი იყო სცენარი: სააკაშვილს საქართველოში ჯერ უნდა აეჭრა სიტუაცია, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო - „ომის პარტიას“ ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ

სახალხო დამცველი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა, ვინც, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, მათ შორის სახალხო დამცველი, არის იმ განზრახვის ნაწილი, რომ საქართველოში ომი გაჩაღდეს.

„თუ ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე კუთხით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ა.შ. - ყველას უნდა ერთადერთი რამ - ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში. სახალხო დამცველი არის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია „ომის პარტია“, შესაბამისად, ისიც არის ამ განზრახვის ნაწილი.

რაც შეეხება „ომის პარტიას“ თავისი პოლიტიკური შემადგენლით და ე.წ. არაპოლიტიკური შემადგენლით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა არის მიუღებელი, რადგან ჩვენ გვაქვს ნათელი მიზანი - ეს მიზანი არის ის, რომ ქვეყანას უნდა ავარიდოთ ომი და შესაბამისად, ვინც ამ მიზანს უპირისპირდება, ვისაც აქვს საპირისპირო მიზანი, რომ ქვეყანა ჩაითრიოს ომში, ჩვენთვის ყველა ერთნაირად მიუღებელია. ეს დასკვნაც, რა თქმა უნდა, ამის გაგრძელებაა“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია აეჭრა, შემდეგ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძესთან ერთად მოსულიყო ხელისუფლებაში და ჩართულიყო ომში.

„სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო, ბუნებრივია, ხელისუფლების გადატრიალება და ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან ერთად - გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად. ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით. ეს იყო ჩვენი ლოგიკური დასკვნებით, ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც „ომის პარტიას“ ჩაეშალა. ამ მიზნით შემოვიდა ის საქართველოში, რომ ჯერ აქ აეჭრა სიტუაცია, მოსულიყო სააკაშვილი გახარიასთან და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილი ჩართულიყო ომში. 2008 წელს მან თავის მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორში და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები და ახლა ეცდებოდა თბილისშიც გვენახა რუსული ტანკები. ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ მას, სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი. „ომის პარტიას“ გეგმა ჩაეშალა“, - განაცხადა კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში