„მაგნიტის წარმოება“ მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რომლის შეძენაც მთელ საქართველოშია შესაძლებელი

სუპერმატკეტების ქსელ „მაგნიტმა“ ახალი ფართომასშტაბიანი პროექტი დაიწყო - „მაგნიტის წარმოება“, რომელიც ქსელის ყველა ფილიალში და საქართველოს ყველა რეგიონში არის წარმოდგენილი.

2000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ საწარმოში ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მზადდება. “მაგნიტის წარმოება“ რამდენიმე ხაზს მოიცავს: გაყინული ნახევარფაბრიკატები, მზა კერძები, როგორიცაა სალათები და სენდვიჩები და ასევე საკონდიტრო ნაწარმი.

„საწარმო საქართველოში სიდიდით ერთ-ერთი პირველია და 500-მდე დასაქმებულს აერთიანებს. „მაგნიტისთვის“ საწარმოო თემა ახალი არ არის - საკონდიტრო პროდუქცია გარკვეულ ქალაქებში აქამდეც იყო წარმოდგენილი, თუმცა ახლა გაცილებით დიდ მასშტაბებთან გვაქვს საქმე. ამჟამად „მაგნიტის წარმოების“ ბრენდის პროდუქტებით მთელი საქართველო მარაგდება. მზადებისას გამოიყენება ნატურალური ნედლეული და ულტრა-თანამედროვე დანადგარები, რითაც “მაგნიტის წარმოება“ აკმაყოფილებს საერთაშორისო დონის ყველა სტანდარტს. მზადების პროცესი, პროდუქცია, ყველა ის მასალა, რაც მუშაობის პროცესში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთაა, რაც „მაგნიტის წარმოებას“ კიდევ უფრო გამოარჩევს.“ - აცხადებს „მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ია ნადირაშვილი.

საწარმოში სანიტარული ნორმები უმაღლეს დონეზეა დაცული და ყველა დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს - პერსონალი შესვლამდე სპეციალურ სივრცეში უსაფრთხოებისა და დეზინფექციის პროცედურებს გადის, რის შემდეგაც შეუძლია სამუშაოს დაწყება. საწარმოში თითოეული დანადგარი, ჭურჭელი და სივრცე გამოყენების შემდეგ სპეციალური, რეკომენდირებული მეთოდებით სუფთავდება და შემდეგი გამოყენებისთვის მზადდება.

ყველა ნატურალური პროდუქტი და ინგრედიენტი, რაც წარმოებაში გვხვდება უშუალო მომზადებამდე სპეციალურ ლაბორატორიაში დეტალურად გადის შემოწმებას, რის შემდეგაც ხდება ნედლეულის საფუძვლიანი გადარჩევა და გასუფთავება. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მომზადების პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხორცპროდუქტებს, სადაც მრავალგზის შემოწმებული ხორცი გამოიყენება.

კერძების მომზადების შემდეგ, ხდება პროდუქციის კიდევ ერთი, საბოლოო შემოწმება, შემდეგ დაფასოება და პროდუქტი გასაყიდად მზადაა!

ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ჯანსაღი და ნოყიერი საკვები ნებისმიერ პირზეა გათვლილი. მომხმარებლის დროის და ენერგიის დაზოგისთვის, ბრენდმა გაყინული ნახევარფაბრიკატების მაღალი ხარისხის ხაზი შექმნა, ისეთი როგორიცაა: ხინკალი, პელმენი, აფხაზურა, კუპატი და სხვა მოსამზადებლად სწრაფი და მარტივი კერძები.

მომხმარებელში პოპულარობით სარგებლობს გაყინული პიცა, რომელსაც „მაგნიტის წარმოება“ სამი სხვადასხვა სახით გვთავაზობს - პეპერონი, მარგარიტა და პროშუტო. პიცის მომზადებას სულ რაღაც 20 წუთი სჭირდება, შედეგად კი უგემრიელეს და ყველასათვის საყვარელ გემოს მიიღებთ!

„მაგნიტის წარმოების“ ხაზი, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა - საკონდიტრო ნაწარმია. მაღალი ხარისხის ინგრედიენტებისგან და უახლესი დანადგარებით დამზადებული ნამცხვრები, ტორტები და ფუნთუშები ერთგული მომხმარებლის ფავორიტია! იდეალურად დაბალანსებული სიტკბო და ჰაეროვანი კრემი „მაგნიტის წარმოების“ საკონდიტრო ნაწარმს გამორჩეულს ხდის!

თუკი თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის ჯანსაღი და გემრიელი კერძების შეძენა გსურთ - „მაგნიტის წარმოება“ საუკეთესო არჩევანია!

(R)

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია