თორნიკე რიჟვაძე - წელს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ტურიზმი დაუბრუნდეს 2019 წლის დინამიკას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, ტურიზმის აღდგენის გეგმასა და სეზონის სამზადისზე ისაუბრა როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე სერვისების ნაწილში. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ტურიზმის აღდგენა, 2019 წლის მაჩვენებლებთან მაქსიმალურად მიახლოება ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამის უწყებებს მიმართა, რომ მომდევნო სამი კვირა გადავიდნენ საგანგებო რეჟიმზე, რათა სეზონის ოფიციალური გახსნა იყოს მაქსიმალურად მომზადებული.

ასევე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარდა შესაბამისი უწყებებისა, მნიშვნელოვანია შესაბამისი კონტრაქტორი შემსრულებელი კომპანიების მზაობა.2022 წლის 1 კვარტლის მონაცემით, ვიზიტორთა ნაკადები 2019 წელთან შედარებით უკვე აღდგენილია 50 %-ით.

,,წელს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ დავუბრუნდეთ 2019 წლის დინამიკას. მოლოდინები არის პოზიტიური. მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ბულვარის ადმინისტრაციას გაააქტიურონ სამუშაოები ტურიზმის სეზონის ღირსეულად დასახვედრად. დარწმუნებული ვარ ტურიზმის სექტორისთვის იქნება წარმატებული სეზონი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველა ორგანიზაციას მინდა დავავალო მაქსიმალური სიმკაცრე თითოეულ კონტრაქტორ კომპანიასთან, ვინაიდან ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის, თითოეული გადასახადის გადამხდელის ფული იხარჯებოდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთისა და ლიეტუვას შემდეგ, წელს პირველად, რიგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება და მას ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია Air Baltic შეასრულებს. აჭარის პოპულარიზაცია 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება და მათ შორისაა ბალტიისპირეთის ქვეყნები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა