აჭარაში 670 სტუდენტს გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება

აჭარაში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 670 პირველკურსელ სტუდენტს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ შორის სწავლის დაფინანსება გაუგრძელდება გასულ სემესტრში დაფინანსებულ 525 სტუდენტს.

„მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე გავაჟღერეთ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა. გვაქვს დამატებით კიდევ ერთი სიახლე: სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 670 პირველკურსელ სტუდენტს დაუფინანსდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური. დაფინანსდებიან სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ასევე, დაფინანსდება მიმდინარე წელს გამოცხადებულ კონკურსში შემოტანილი ყველა განაცხადი, კერძოდ, 145 პირველი კურსის სტუდენტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა