11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ეკა სეფაშვილი - საზღვაო კოდექსში ცვლილებებით, სატრანზიტო გადაზიდვებისათვის საქართველოს ნავსადგურები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება

ნავსადგურში შემავალი არხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა ნებისმიერი პორტისათვის. ის სახელმწიფო საკუთრებაა, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ნავსადგურის ღიაობა, შემოსასვლელი არხის ფუნქციონირება კი იყოს უსაფრთხო, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე რეგულირდებოდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის ურთიერთობა, თუკი ნავსადგურში მათი რაოდენობა ორი ან მეტია, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ეკა სეფაშვილმა საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების კომენტირებისას.

ეკა სეფაშვილის შეფასებით, ცვლილებები განსაზღვრავს, ვინ და როგორ უნდა უზრუნველყოს პორტში შემავალი არხის მოვლა, რათა უზრუნველყოფილი იყო წვდომა საპორტო მომსახურებაზე, დაცული იყოს არხის უსაფრთხოება და შენარჩუნდეს ინფრასტრუქტურით სარგებლობის ერთიანი პირობები.

„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შემოგვაქვს და ვამკვიდრებთ ტერმინს „სანავსადგურე ერთეული", ასევე განვსაზღვრეთ მათ შორის ურთიერთობის ფორმები ისეთ ნავსადგურებში, სადაც ორი ან მეტი სანავსადგურე ერთეული ოპერირებს. ცვლილებების თანახმად, შესასვლელი არხის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით. ისინი ერთობლივად უზრუნველყოფენ არხის საპროექტო დაღრმავებას და ერთმანეთს არ დაუწესებენ არხით სარგებლობის საფასურს. ამასთან, არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ხარჯი განაწილდება სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში, საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად. შესაბამისად, ამ არხით მოსარგებლე გემებისგან ასევე პროპორციულად აიღონ საზღაური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი კონკურენციის პირობები საპორტო ოპერატორს შორის," - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებების შედეგად, კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს საქართველოს ნავსადგურები სატრანზიტო გადაზიდვებისათვის და საქართველომ ჯეროვნად და უფრო ეფექტიანად შეასრულოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია.

საზღვაო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო