ლადო მგალობლიშვილი საკანონმდებლო სიახლის გაცნობისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით,  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, საკანონმდებლო სიახლის გაცნობისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართული სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებულ უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას დაეთმო - „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ახალგაზრდული პროექტების განხორციელებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემის უფლებამოსილება მიენიჭათ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად განხორცილების მიზნით, საკანონმდებლო საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარა.

საბჭოს ინფორმაციით, კვლევაზე დაყრდნობით, დავით გაბაიძისა და ვლადიმერ მგალობლიშვილის ავტორობით, აჭარისა და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მომზადდა კანონის პროექტი - „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს (მომხსენებელი ლადო მგალობლიშვილი)წარუდგინა. 2022 წლის 12 აპრილს, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ინიციატივას მხარი დაუჭირა. კანონის ამოქმედებით, აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ ორ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრსა და დასაქმების სააგენტოს, ნაცვლად გართულებული სატენდერო პროცედურებისა, სწრაფად და მარტივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, უფლება აქვს გრანტის სახით დააფინანსონ ახალგაზრდების მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში როგორებიცაა: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, საერთაშორისო კონფერენციებში და ფორუმებში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლებში მონაწილება და ა.შ. ასევე, შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში გადამზადებულ პირებზე, გრანტი გასცეს სხვადასხვა სახის სამუშაო ინვენტარის შესაძენად, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

„საკანონმდებლო სიახლის მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგნელებთან ერთად განვიხილეთ კანონის შემდგომი სამართლებრივი პროცედურების სწრაფად განხორციელების საკითხები, რათა სიახლე უმოკლეს ვადებში დაინერგოს პრაქტიკაში. კანონის ამოქმედება მიზნობრივი პროგრამებში მონაწილეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარანტიაა“, - აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა